საახალწლო პოლიტიკური გზავნილები - ზურაბიშვილი პარლამენტის წინ, “ოცნების“ ლიდერები კი სამთავრობო არხებზე საუბრობდნენ

01.01.25 20:33
საახალწლო პოლიტიკური გზავნილები -  ზურაბიშვილი პარლამენტის წინ, “ოცნების“ ლიდერები კი სამთავრობო არხებზე საუბრობდნენ

რეჟიმის იმიტირებული რეალობა. მაშინ როდესაც მთელ საქართველოს და რუსთაველზე შეკრებილი ათაიათასობით ადამიანს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ულოცავდა, სამთავრობო არხებზე სულ სხვა ადამიანები საუბრობდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვის შემდეგ ხალხში გადაინაცვლა,  განსხვავებით ყაველაშვილისგან, კობახიძისგან და პაპუაშვილისგან, რომლებმაც განმარტოებით ჩაწერეს მილოცვები, თუმცა ამ მიმართვებშიც ქვეყნის ევროპული კურსი არსად იყო ნახსენები.

დღეს, 1 იანვარს ხალხი კვლავ ქუჩაშია და მოთხოვნები უცვლელია: ხელხალი არჩევნები და უკანონო პატიმრების გათავისუფლება.

ჩემი მოთხოვნა, 28 რიცხვიდან მოყოლებული არის ის, რომ ქვეყანამ ევროპული კურსი არ უნდა შეიცვალოს. გუშინაც აქ ვიდექი ჩემს შვილებთან ერთად, დღესაც აქ ვდგავარ და იქამდე ვიდგები აქ, ვიდრე არ გათავსიუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, მჯერა, რომ აქ ჯიუტად დგომით, აუცილებლად მოვაღწევთ მიზანს“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მე დევნილი ვარ, მაგრამ დევნილიც რომ არ ვიყო, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აქ უნდა იდგეს და აქ დგას ყევლაზე პროგრესული, ჩვენი ახალგაზრდები, მეორე მხარეს კი ერთი მუჭა, დაქირავებული მტრის მოღალატეები. 2012 წელსვე ვიცოდი, რომ ივანიშვილი ქვეყნის დასააქცევად მოვიდა და ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებდა ამას, ახლა გაიჭედა. ყველასთვის ნათელია, რომ ეს წავა, მაგრამ ჩვენი მზაინია, ეს ადამიანები მოვიშოროთ სისხლის გარეშე“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.