"რეპრესიებმა საჯარო სამსახურში გადაინაცვლა" - არასამთავრობოები გათავისუფლებების სერიაზე
"ოცნების" საახალწლო საჩუქარი საჯარო მოხელეებს. სტაჟიან დასაქმებულებს სამსახურებიდან მიყოლებით უშვებენ. პრობაციის ეროვნული ბიუროდან გათავისუფლებულია 3 სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელი. სამივე საჯარო მოხელემ, შემთხვევით შეიტყო, რომ პირველი თებერვლიდან უმუშევრები რჩებიან.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი გათავისუფლების ბრძანება კანცელარიის შესაბამის პროგრამაში, ახალი წლის დადგომამდე, სამი საათით ადრე ატვირთეს.
არასამთავრაბობოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს არის რეჟიმის გამოცხადებული რეპრესიები, რადგან საჯარო მოხელეები ეწინააღმდეგებოდნენ სხვების გათავისუფლებას და გმობდნენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
"ოცნება" ცდილობს საჯარო სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც ერთგულნი არიან ქვეყნის ევროინტეგრაციის და კონსტიტუციის. სავარაუდოდ, ეს იქეთ არის მიმართული, რომ აქ დანიშნონ მათი ერთგული ადამიანები. ასევე ძალიან ცუდია ეს საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ, რომ თუკი ადრე, დაცვის მექანიზმები იყო უფრო ეფექტური და ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვიცავთ საჯარო მოხელეებს, ბევრი შემთხვევა მოგვიგია კიდეც სასამართლოში, ეს მექანიზმები ახლა ძალიან სუსტია. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ წარმატებით მოვიგებთ ამ შემთხვევებს, როცა ეს ადრე ადვილი იყო. ასევე შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები რეორგანიზაციის ნაწილში. თუკი ადრე შესაძლებელი იყო გათავისუფლების შემდეგ აღდგენა, ახლა ეს უკვე აღარ არის შესაძლებელი", - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
რეპრესიებმა საჯარო სამსახურში გადაინაცვლა. საჯარო სასმახურიდან ყოველდღე გვესმის ახალ-ახალი ინფორმაციები ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც პირდაპირ არის კავშირში მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან", - ამბობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.