პროტესტი გრძელდება - დღეს საქართველოში რამდენიმე მარში გაიმართება
ახალ წელს ქვეყანა ახალი საბრძოლო მუხტით ხვდება. დღეს თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება. საღამოს შვიდი საათიდან მოქალაქეები ისევ ქუჩაში აპირებენ გასვლას. რეპრესიული და უსაფუძვლო კანონების ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეეები დანებებას არ აპირებენ.
ახალი არჩევნების ჩანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ხალხი დღეს ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება. პროტესტის ეპიცენტრში რჩებაა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, სადაც გაბრაზებული ადამიანები ეთერს ითხოვენ.
დღევანდელი მარშების განრიგი:
19:00 - დღის ეთერი ხალხს!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00-22:00 - შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს!
პარლამენტთან (ნაძვის ხე)
19:00-22:00 - ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! ვეკუას პა
19:00 - აქცია პარლამენთან
ბათუმი
19:00- სამშობლოს სამსახურში!
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ტყიბული
14:00 - სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს!
მერიის წინ
ქუთაისი
19:00 - კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ