ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე
ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე - „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია სამი ადამიანი.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.