სახალხო პროტესტის 37-ე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

03.01.25 20:15
სახალხო პროტესტის 37-ე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

 

ისევ ქვეყნის სამსახურში - სახალხო პროტესტის 37-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. დედაქალაქის ცენტრი ყოველ დღე მათი სამსახურია, სადაც ადამიანები თვითდინებით და თვით ორგანიზებით მიდიან. 

პარლამენტის წინ მისულმა მოქალაქეებმა სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. "პირველები" აქციის მონაწილეებს ესაუბრა. ბევრი მათგანი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად არიან მისულები. ამბობენ, რომ პრორუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლით არ დაილებიან.

მე დღეს ვდგავარ ჩემს შვილებთან ერთად, იმიტომ, რომ მინდა ევროპაში ინტეგრირება, მინდა, კვლავ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დავისახეთ. მინდა, ჩემს შვილს ბედნიერი, ღირსეული მომავალი ჰქონდეს, ისეთი, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება, - ამბობს მოქალაქე. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.