ჩამოვშლით მახინჯ რეჟიმს! - ბათუმში პროტესტია

03.01.25 20:45
ჩამოვშლით მახინჯ რეჟიმს! - ბათუმში პროტესტია

 

პროტესტი გრძელდება ბათუმშიც. შეკრების ეპიცენტრი ისევ საკონსტიტუტიციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის ტერიტორიაა. ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და გაჩერებას არ აპირებს. ისინი ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ქუჩაში დგომამ გარკვეულწილად შედეგი უკვე გამოიღო და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე რეჟიმი სრულად არ ჩამოიშლება. 

ქუჩაში ჩვენმა ყოფნამ გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ გვყავს რეალუორად, არაღიარებული ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება არის არაღიარებული. საერთაშორისო ინფორმაციული ომი საზოგადოებას მოგებული აქვს და ყველა ჩვენი პარტნიორიო არ აღიარებს ამ ხელისუფლებას, დასანქცირებულია არაოფიციალური მმართელი ამ ქვეყნის ბატონი ივანიშვილი და მისი მინისტრები. საბოლოოდ, ასეთი შემართებით ჩვენ ჩამოვშლით ამ მახინჯ რეჟიმს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.