"არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რასაც ე.წ. ხელისუფლება სჩადის" - პროტესტი ბათუმში

04.01.25 20:36
"არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რასაც ე.წ. ხელისუფლება სჩადის" - პროტესტი ბათუმში

 

პროტესტი ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ ახლა ევროპული მომავლის მცველები იკრიბებიან. შავი ზღვისპირა ქალაქიდან სანქცირებული ოლიგარქის რეჟიმს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და დანიშნონ ახალი არჩევნები.

ბათუმში აქციაზე იმყოფებიან ცნობილი მსახიობები და ხელოვანებიც. 

არ შევეგუებით იმ უსამართლობას და უკანონობას, რასაც დღეს ე.წ. ხელისუფლება სჩადის. დაწყებულია რეპრესიები და არმგონია, რომ ამას ხალხი ვერ ხვდება, თუმცა მე მგონია რომ ხვდება, უბრალოდ ესეც რეპსრესიების ნაწილია", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე.