შობის საპროტესტო ღამე თბილისში - მოქალაქეები ქაშვეთთან იკრიბებიან

06.01.25 20:20
შობის საპროტესტო ღამე თბილისში - მოქალაქეები ქაშვეთთან იკრიბებიან

შობის საპროტესტო ღამე თბილისში. საქართველოს მოქალაქეები  ქაშვეთთან იკრიბებიან. მოქალაქეები შობის ღამეს ერთად შეხვდებიან  და პარალელურად გააპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქაშვეთთან ხალხი  მსვლელობით  სხვადასხვა  ტაძრებიდან ანთებული სანთლებით ხელში და ალილოს გალობით მივა. 

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას და  აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

''დღეს რუსთავზე ნამდვილი საქართველო გამოვა და ნამდვილ საქართველოს წიაღში იშობა მაცხოვარი'',-ამბობს მამა პეტრე კოლხი, რომელიც საპროტესტო მარშს უერთდდება. 

შობას დღეს ვხდები უჩვეულო გარემოში, ტაძრის გარეთ, გულწრფელ, მართალ ადამიანებთან. ვინც გარიყულია, მოძულებულია, გააგდეს, ვინც უპოვარია, მიუსაფარია ზუსტად ესეთი ადამიების წიაღში იშობა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ბეთლემის გამოქვაბული განასახიერებს უბრალოებას და სინამდვილეს, არა ფარისევლობას და მოჩვენებით ქრისტიანობას, ამიტომ ღრმად მწამს, რომ დღეს რუსთავზე ნამდვილი საქართველო გამოვა და ნამდვილ საქართველოს წიაღში იშობა მაცხოვარი, გილოცავთ'', - ამბობს მამა პეტრე კოლხი.

ფოტო არქივიდან: Ezz Gaber

მსგავსი სიახლეები