უწყვეტი პროტესტის 41-ე დღე - ხალხი ისევ რუსთაველზე დგას

07.01.25 20:06
უწყვეტი პროტესტის 41-ე დღე - ხალხი ისევ რუსთაველზე დგას

ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის 41-ე დღე - საშობაო ღამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ისევ რუსთაველის გამზირზე დგანან. ადამიანებმა, ვინც  ქვეყნის ისტორიის ახალ ფურცელს წერენ, ზუსტად იციან, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
ხალხის მიერ ორგანიზებული პროტესტი არ ნელდება. 41 დღეა დედაქალაქის ცენტრში ადამიანები თვითდინებით მიდიან და ოლიგარქის რეჟიმს ეუბნებიან, რომ ქვეყანას მათ ხელში არ დატოვებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გამარჯვებამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ამის ნათელი მაგალითი გუშინდელი ღამე იყო, როცა ერი შობის დღესასწაულს ქაშუეთის ეკლესიასთან ერთად შეხვდა.

ადამიანებს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, იყოს ასეთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული ახსოვდეთ ის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა რაოდენობის პოლიტპატიმარი ჰყავს დღეს ქვეყანა და რა დღეები გადაგვატარეს ამ 41 დღის განმავლობაში. სიმბოლურია დღევანდელი დღე, იმიტომ, რომ დღეს არის უწყვეტი პროტესტის 41 დღე და ეს საზოგადოება კვლავ პროტესტს, ეთად ყოფნას იმისთვის, რომ არსეუნლი რეჟიმი, თითმარქვია ხელისუფლება საბოლოო ჯამში მოშორდეს, - ამბობს მოქალაქე. 

ვრცლად ნახეთ ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები