სისხლიანი გარჩევა თბილისში - საბურთალოზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი დაჭრეს

08.01.25 16:59
სისხლიანი გარჩევა თბილისში - საბურთალოზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი დაჭრეს

თბილისის ცენტრში 30 წლამდე კაცი დაჭრეს - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ფანასკევტელის ქუჩაზე მოხდა. როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, დაჭრილი  საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის, რომან ჯოხაძის შვილია. 

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ. ჯოხაძეს ჭრილობა მხარში  აქვს მიყენებული.

მთელი პერიმეტრი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. მედიას შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ. 

ბრალდებულს პოლიცია მთელი თბილისის მასშტაბით ეძებს. ოჯახმა დამნაშავის ვინაობა სავარაუდოდ იცის. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ბრალდებულიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც ჯოხაძე. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა. 

მსგავსი სიახლეები