ოჯახური ძალადობა გურიაში - ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

10.09.21 11:06
ოჯახური ძალადობა გურიაში - ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ოჯახური ძალადობა გურიაში - ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. მიხეილ ქუთათელაძე მეუღლეს სასტიკად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის დუმილის შემდეგ, "პირველებმა" გაარკვია, რომ პოლიცელმა კონფლიქტის დროს იარაღიც გამოიყენა.

ინფორმაციას დაკავებულის მამა ადასტურებს .

დაკავებულია და ზის, ბატონო. მიუსჯიან. ვინ დაჭრილი, რა დაჭრილი? ჰაერში უსვრია, ასე გავიგე მე. საკუთარი, მისი ტაბელური იარაღი ჰქონდა, - ამბობს დაკავებული მამა. 

მეზობლები მედიასთან  ვიდეოკამერების გარეშე ამბობენ, რომ პატრულ-ინსპექტორი მეუღლეზე ხშირად ძალადობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126 მუხლით მიმდინარეობს.