გატაცებული აქტივისტები, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია, ადვოკატებმა დიღმის იზოლატორში იპოვნეს
გატაცებული აქტივისტები, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია დიღმის იზოლატორში გვიან ღამით მოათავსეს. მათ ადვოკატები და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
მეგობრებს, რომლებიც აქტივისტების დაკავებას შეესწრნენ, თავიდანვე არ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებლმაც ტყემალაძე და კვარაცხელია გაიტაცეს, თუმცა, მოგვიანებით, შსს-ს წარმომადგენლებმა ადვოკატებს დაუდასტურეს, რომ ისინის ავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს.
საპირისპიო ჩანს დაკავების კადრებში, საიდანაც ირკვევა, რომ სამოქალაქო ფორმიანი პირები აკავებენ ახალგაზრდებს, რომელბსაც ნიღბები საერთოდ არ უკეთიათ.
ადვოკატები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულებს ხვდებიან.
ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ მოხდა ამ ბავშვების გატაცება, სამოქალაქო ფორმიანებმა ჩატენეს ორი ბიჭი მანქანაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დაკავება, ეს იყო ჩასაფრება, ადევნება და შემდეგ დაკავება. იზოლატორ-იზოლატორ ვეძებდით ამ ბიჭებს, სად ჰყავდათ გადმოყვანილი. გვიან ღამით, გამთენიას გავიგეთ, რომ დიღმის იზოლატორში იმყოფებოდნენ“, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, აქციის შემდეგ ხდებოდა მათზე დევნა და ჩასაფრება.
შსს-ის ინფორმაციით, ახალგაზრდები დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით არიან.
პირველი მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.