რუსთაველიდან შეცდომით გატაცებული მოქალაქეები - გომელაურის დანაყოფებს ორი ახალგაზრდა სხვა ადამიანებში აერიათ

19.01.25 20:12
რუსთაველიდან შეცდომით გატაცებული მოქალაქეები - გომელაურის დანაყოფებს ორი ახალგაზრდა სხვა ადამიანებში აერიათ

ნადირობის ღამე თბილისში და რუსთაველიდან შეცდომით გატაცებული მოქალაქეები. გომელაურის დანაყოფმა ორი ახალგაზრდა იმ ფოიერვერკის სროლისთვის დააკავა, რომელიც არ გაუსვრიათ.

ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში არიან და 18 და 23 წლის ახალგაზრდებს პოლიცის დაუმორჩილებობისთვის  და ნიღბის ტარებისთვის ასამართლებენ - ნიღბის, რომელიც აქციიდან სახლისკენ მიმავალ ევროპული მომავლის მცველებს საერთოდ არ ეკეთათ.

ახალგარდები იურისტებს უყვებიან, რომ ისინი ადგილიდან ე.წ ტიტუშკების თავდასხმის გამო გარბოდნენ და არცერთმა არ იცოდა, რომ სამოქალაქო ფორმიანი შავოსნები, რომლებიც  აქციის შემდეგგ   ზანდუკელის ქუჩაზე დახვდნენ, პოლიციელები იყვნენ.

ვრცლად ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.