პროტესტი სეუ-ში - ახალგაზრდები რექტორს დაკავებული სტუდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებენ
სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდები ღამეებს უმაღლესი სასწავლებლების დერეფნებში ათენებენ.
პროტესტის ეპიცნეტრია საქართველოს უნივერსიტეტიც. სეუ-ს შენობაში მეშვიდე დღეა გაფიცვაა. სტუდენტები რექტორს, გია კავთელიშვილს რეჟიმის პატიმრის, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილის საქმეზე მისი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ, თუმცა რექტორი მიმალვაშია და არაფერს ამბობს.
ჩვენ არ ვაპირებთ იმ აუდიტორიიდან გამოსვლას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონმა გიამ გამოუხადოს სოლიდარობა ჩვენს 19 წლის სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს და ბატონი გია არც კი ჩამოდის ჩვენთან სასაუბროდ. კვირას გაგვითიშეს სინათლეც და გათბობაც და შემოგვთავაზეს ალტერნატიული ოთახი. პრობლემებს ვუქმნით აქ ყოფნით, იმიტომ, რომ გუშინ იყო მაგალითად, ღია კარის დღე და მათ არ უნდოდათ, თუნდაც აბიტურიენტებს დაენახათ ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც ვართ ჩვენ", - ამბობს სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ გაკრული საპროტესტო ბანერები ჩამოხსნა.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი მიმინოშვილს ციხეში 9 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს.