მათე დევიძის და ანდრო კვარაცხელიას მხარდამჭერი აქცია თსუ-სთან

24.01.25 19:33
მათე დევიძის და ანდრო კვარაცხელიას მხარდამჭერი აქცია თსუ-სთან

თსუ-ს პირველ კორპუსთან, რეჟიმის მიერ დატყვევებული მათე დევიძის და ანდრო კვარაცხელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან სინდისის პატიმრების ახლობლები და მეგობრები.

პოლიტპატიმრებისთვის ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც, ოჯახის წევრებისთვის,რ ადგან ვიცით, რომ მარტო ჩვენ არ ვიბრძვით მათთვის. მთავარია მათე და სხვები იმ შემართებით იყვნენ, როგორადაც ახლა არიან. ჩვენ აუცილებალდ ვიბრძოლებთ მისთვის", - ამბობს მათე დევიძის და.

ცოტა ხანში თსუ-სთან მყოფ აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეურთდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული მოქალაქეები და შემდეგ ყველანი ერთად გადაინაცვლებენ რუსთაველის მოედნისკენ. 

 

მსგავსი სიახლეები