"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი, გარედან ვიბრძოლებ" - თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

26.01.25 10:31
"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი, გარედან ვიბრძოლებ" - თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გოდოლაძესთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, სადაც მეცნიერი  ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებს უხსნის.

მეცნიერი ყვება, რომ სამმშობლოდან წასვლა იმ ტოტალური დევნის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც რეჟიმმა მის წინააღმდეგ განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ გააძლიერა.

გოდოლაძე დეტალურად ყვება, როგორ შემოუტრიალა საქმე სისტემამ. წლების წინ ქალმა მის ყოფილ პარტნიორს ფიზიკური ძალადობის გამო უჩივლა. პროკურატურას ეს საქმე წლების განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული, მას შემდეგ კი, რაც სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი შოვის ტრაგედიაზე ალაპარაკდა, სასამართლო განხილვები დაიწყო და საქმე დაზარალებული ქალის წინააღმდეგ შემოტრიალდა.

მტკიცებულებები, რომელიც გოდოლაძემ წარადგინა, საქმეში ვერ მოხვდა. სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა, სადაც მოძალადე კაცი გაამართლა. სწორედ ამის შემდეგ იწყება მეცნიერის წინააღმდეგ ახალი საქმე, სადაც უკვე მას ყოფილი პარტნიორი შვილზე ძალადობის ბრალდებით უჩივის. 

გოდოლაძემ არ გამორიცხა, რომ ის დაეკავებინათ და ამიტომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

შოვის ტრაგედიამ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა და ბრალის წაყენება მოხდა დაახლოებით 5 ივლისს 2023 წლის. დავა დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მე დავრეკე 112-ში და ვამხილე ჩემი ყოფილი პარტნიორი ჩემზე განხორციელებულ ძალადობაშ. ფაქტზე დააკავა პოლიციამ ის და წარუდგინა ბრალი. აქ არის ბევრი საინტერესო დეტალი. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მე მიცავდეს, ქალის უფლებებს იცავდეს და ოჯახური ძალადობის ფაქტი გამოიკვეთა და ამას მიჰყოლოდა, რატომღაც, მტკიცებულებები საქმეში დამაგრებული არ არის. პირველმა და მეორე ინსტანციამაც რატომღაც ჩათვალეს, რომ კი, ფაქტი ცემის იყო, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ისე შეიკერა... 26 დეკემბერს გამოტანილი სააპელაციოს განაჩენი იყო წითელი ხაზი, რაც გადაკვეთა სასამართლომ და ქართულმა ხელისუფლებამ და ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო მეორე საქმეს, სადაც ბრალდებული ვარ იმისთვის, რომ მოსამართლემ უკვე ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლად გამოიტანეს, იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ დევს. ეს არის სრულიად გამოგონილი რამ. პირიქით ხდება, ჩემზე იყო ძალადობა მამა-შვილის მიერ. დღეს ეს საქმე ძიებაშია, ბრალი წარდგენილი არ არის. ვარ დაზარალებული და ქართულმა სისტემამ ისე იმუშავა, ცრემლებით, მოფერებით, „ქალბატონო თეა, ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთ გზას გადიხართ და იქეთ გამოვყავარ მოძალადე ქართულ სისტემას.

ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ, - ამბობს გოდოლაძე.

სამშობლოდან გახიზნული მეცნიერი იმ მოტივებს ხსნის, რის გამოც მის წინააღმდეგ შავი პიარკამპანია დაიწყო. მისი თქმით, ამის მიზეზი ის კრიტიკა გახდა, რომელსაც ის მთავრობის წინააღმდეგ გამოთქვამდა. ბოლო წვეთი კი სწორედ შოვის ტრაგედია გახდა.

ვრცელ ინტერვიუში თეა გოდოლაძე ყვება, რომ მასთან მუქარის შემცველი ზარები სისტემატიურად შედიოდა. მას ურჩევდნენ, გაჩუმებულიყო. იყო შეთავზებებიც.

უნდოდათ ჩემი დისკრედიტაცია ნებისმიერი მეთოდით. პროფესიონალური კუთხით დაწყებული, რაც მტავარია, იმიტომ, რომ შოვის ტრაგედია პირველი შემთხვევა არ იყო, ყველაფერი უკავშირდება იგივე ჩემს კავშრებს აშშ-ს სამეცნიერო გუნდთან, იმ პროექტებს, რომელსაც მე ვახორციელებდი. ეს იყო სეისმური საფრთხეების შეფასება. არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამერიკული ადფინანსება და ამერიკული რეკომენდაციები სამშენებლო საკანონმდებლო ბაზის შეცვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერი ამაშ ვიყავი ჩართული. მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, უბრალოდ, ყველას ვერ დაავალდებულებ, რომ ეს მძიმე ტექნიკური საკითხები გაიგოს ან გაანალიზოს, რას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს იყო მიმართული იმ ვაკჰანალიის აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში სამშნებელო კუთხით ხდება და თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ფული იშოვება. ჩამოყალიბებული იყო ჯგუფი ჩემი პოზიციის გასანეიტრალებლად. მაშინ წინა პლანზე იყო წამოწეული მირცხულავა და მირცხულავას ჯგუფი. 2021 წლის ზაფხულში იყო ძალიან დიდი შეტევა, პროკურატურაშიც მივიდნენ, დაიწყეს ამ შავი პიარის აგორება, რასაც მე ვუპასუხე. 2019 წლის შემდეგ უკვე ფინანსური პრობლემები შემიქმნა განათლების სამინისტრომ და მომიგზავნეს პერსონა, რომელსაც ერტი დღე იქნება, აუცილებლად დავწერ ყველაფერს. მე უნდა გავაღწიო ქვეყნიდან. ერთადერთხელ იყო, მესიჯიც მაქვს, როგორ მეუბნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მე რა უნდა დავწერო და რა არა და ა.შ., - ამბობს გოდოლაძე. 

 

მსგავსი სიახლეები