ჯარიმა თუ პატიმრობა - საქალაქოში აქტივისტ ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი ახალგაზრდის პროცესი იწყება. მოსამართლემ ანტონ ჩეჩინის შესახებ უნდა იმსჯელოს.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. ჩეჩინს "ოცნების" გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა - შენახვას ედავება. დაკავებული ამტკიცებს, რომ მას პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო.
დაკავებულია 260 მუხლის 6 ნაწილის ა ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 18 ნოემბერს დააკავეს არაიდენტიფიცერებადმა პირებმა, გადაიყვანეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, თაბუკაშვილის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ გარკვეული სახით ირიბ მუქარას, რათა შეეწყვიტა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანი 3 დეკემბერს დააკავეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე. მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა. არანაირი ნეიტრალური საქმის მტკიცეულება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული ახალგაზრდის მეუღლე ამბობს, რომ ბრალი, რომელიც ჩეჩინს წარუდგინეს, აბსურდულია. მისი თქმით, მისი მეუღლე არათუ ნარკოტიკს მოიხმარდა, არამედ არც ეწეოდა და არც ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.
როგორც შემდგომ მითხრა ტელეფონზე მან, ვინც სახლი გაჩხრიკა, უკვე ორი კვირა გვყავდა შემჩნეულიო, ორი კვირა ვუთვალთვალებდითო და ეს ორი კვირა ზუსტად ემთხვევა 18 ნოემბერს. 3 დეკემბერს გაიტაცეს, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ იყვნენ პოლიციელები. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი ყოფილა არასდროს, არანაირი ნარკოტიკები. ნარკოტიკები კი არა, არც კი ეწეოდა, არც კი სვამდა, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე.
26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მგელიაშვილი, დატოვებს პატიმრობაში თუ დააჯარიმებს დაკავებულ ახალგაზრდას, ცნობილი ცოტა ხანშ გახდება.