"თავისუფლება სინდისის პატიმრებს, დაუმორჩილებლობა რეჟიმს" - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობის განცხადებას ავრცელებენ - ახალგაზრდები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ლუკა ჯაბუას, რომელიც რეჟიმს ტყვედ ჰყავს აყვანილი, მხარდაჭერას უცხადებენ.
შვილები თაობა სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს იქამდე გამოუცხადებს დაუმორჩილებლობას, მანამ საზოგადოების მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.
ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ვაფიქსირებთ პოზიციას. ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს უნივერსიტეტელს, თანამებრძოლს, სინდისის პატიმარ ლუკა ჯაბუას, რომელსაც ქვეყნის სიყვარულს ედავებიან. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა არის ევროპული... როგორც ლუკა ამბობს, თუ საქართველოს სიყვარულისთვის მოუწევს გადასახადის გადახდა, ამისთვის მზად არის. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, დაუმორჩილებლობა რეჟიმს", - განაცხადეს სტუდენტებმა.