სეუს რექტორი დათმობაზე არ მიდის - სტუდენტები ღამეს ისევ ღია ცის ქვეშ გაათევენ
ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი, პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან დათმობაზე არ წავიდა. ახალგაზრდები ღამეს ისევ ღია ცის ქვეშ გაათენებენ და უნივერსიტეტის კართან გაარძელებენ პროტესტის გამოხატვას. ეს ყველაფერი არ არის. დღეს უნივერსიტეტის რექტორმა მის სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც სინდისის პატიმარია, სიმბოლური მხარდაჭერაც კი არ გამოუცხადა.
სეუს რექტორი რეპრესიებში სტუდენტებმა რამდენიმე კვირის წინ ამხილეს და დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კამერების წინ გამოჩნდა.. გია კავთელიშვილი ადასტურებს, რომ აქციების დროს მან შიდა განაწესი შეცვალა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს უნივერსიტეტში შესვლა აუკრძალა.
სეუს რექტორს დღეს სინდისი პატიმრის დედა შეხვდა. ირაკლი მიმინოშვილი დაკავებამდე აქ სწავლობდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, კავთელიშვილისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და შეხვედრა დემონსტაციულად დატოვა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.