"კატასტროფაა, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაემართა" - გოგოლაშვილი
ეს არის კატასტროფა, რომელიც დაემართა "ქართულ ოცნებას", - ასე აფასებს "ტვ პირველის" ეთერში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მმართველი პარტიის მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტას.
კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის რეჟიმს სხვა გზა არ დაუტოვა, რის გამოც მმართველი პარტია იძულებული გახდა, უარი ეთქვათ PACE-ში თანამშრომლობაზე.
დღეს ეს არის ის კატასტროფა, რომელიც დაემართა ''ქართულ ოცნებას''. მათ სჭირდებოდათ თავისი ამომრჩევლებისთვის ჩვენება, რომ ეს არაფერია და არანაირ ვალდებულებს ჩვენ არ ვცნობთ და ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაშანტაჟებს. გააგრძელებინათ ის რიტორიკა, რასაც ის იყენებს ევროკავშირთან მიმართებაში. ზუსტად იგივე გადაწყვეტილება იყო, როგორიც 2028 წლისთვის გადავდევთო მოლაპარაკებების საკითხს. ნიშნავდა, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნებაო, იმიტომ რომ ჩვენ აქ მუშაობას ვწყვეტთ და არ შევასრულებთ მათ მოთხოვნას, მათი წევრობა არ გვჭირდება...
მხოლოდ ზომბირებულმა ადამიანებმა შეიძლება მიიღონ მათი განცხადება, როგორც ინფორმაცია, მორჩა და არანაირი ვალდებულებები აღარ გვექნება. მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ან უნდა შეესრულებინათ მათი პირობები და 3 თვეში ჩაატარებინათ ხალი არჩევნები და დაეკარგათ ძალაუფლება, რომლის უზურპირებაც მოახდინეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება მაგიტომ ჩვენ აღარ ვეთამაშებით PACE-სო, თითქოს PACE თამაშობს.'', - ამბობს კახა გოგოლაშვილი
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
- რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.