ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გადაიდო

30.01.25 14:44
ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გადაიდო

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ შეძახილებით და ხმაურით დასრულდა კიდევ ერთი პატიმრის ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი. 

გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ამბობს, რომ თავს იცავდა.

რეჟიმის ტყვის სასამართლო პროცესი მოსამართლემ გადადო - მომდევნო პროცესი 13 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.