მათე დევიძის პროცესს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ - რა ხდებოდა სასამართლოზე
საქალაქო სასამართლოში დილიდან სინდისის პატიმრების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალგაზრდა მომიტინგის, მათე დევიძის პროცესი, რომელსაც 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა ვინ არიან დაზარალებული პოლიციელები და რა ზიანი მიადგათ მათ, საქმის პროკურორი ამბობს, რომ არ არსებობს ხილული დაზიანებები, შესაბამისად ამას ექსპერტიზა ამას ვერ დაადგენს, თუმცა პოლიციელი ამბობს, რომ მას ეტკინა, როდესაც მათე დევიძემ გარკევული საგანი მოიქნია.
აქტივისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვით ისარგებლეს. ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ძალადობრივ დაკავებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დევიძე თავად გახდა არაპროპორციული ძალის მსხვერპლი და პოლიცია დაკავების მომენტში მას ყელში უჭერდა.
დევიძის პროცესზე დასასწრებად დღეს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ ადგილი არც მათთვის და არც დევიძის მხარდამჭერებისთვის აღმოჩნდა.
ახალგაზრდა მომიტინგეს რეჟიმი შვიდ წლიანი პატიმრობით ემუქრება.