რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების თქმით, დიპლომატებმა "ოცნება" "მწამებლებად მოიხსენიეს - ჰერჩინსკისთან შეხვედრა დასრულდა

30.01.25 17:33
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების თქმით, დიპლომატებმა "ოცნება" "მწამებლებად მოიხსენიეს - ჰერჩინსკისთან შეხვედრა დასრულდა

 

 

პაველ ჰერჩინსკისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შორის შეხვედრა დასრულებულია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან გამოსული რეჟიმის ტყვეების მშობლები, დები და ძმები ამბობენ, რომ ელჩს დეტალურად მოუყვნენ იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელსაც დაკავებულების მიმართ ჰქონდა ადგილი. 

რეჟიმის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა ამბობს, რომ დეპლომატებმა დიპლომატიური ენაც კი დაივიწყეს და "ქართული ოცნებას" პირდაპირ მწამებლებად მოიხსენიებენ.

როგორც ცხადაძე ამბობს, რომ დიპლომატები სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს დაჰპირდნენ, რომ რეჟიმის მიმართ სანქციების გასამკაცრებლად ყველაფერს გააკეთებენ. 

ეტყობათ, რომ ადამიანურადაც კი ჭკუიდან არიან გადასულები ესენიც. უკვე ვერ უძლებენ, დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ე.წ. მთავრობის მიმართ. დიპლომატიურ ბალანსსაც ვერ იცავენ, რომ მოიხსენიენ ეს ადამიანები, გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას - მწამებლებს. იმის აღსაწერად, რაც ქუჩებში გააკეთეს, არანაირ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ. თქვეს ასევე, რომ იქითა მხრიდან არავინ დასჯილა. ყველაფერს ვიზამთო დაგვპირდნენ.  მშობლებმა სანქციების გძლიერებისკენ მოუწოდეს", - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა. 

სინდიდის კიდევ ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ დიპლომატებს არ მორიდებიათ ზუსტი სახელები ეწოდებიათ იმ მოვლენებისთვის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. 

 

არ მორიდებია ზუსტი სახელები ეწოდებინა იმ ადამიანებისა და იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ვითარდება. იყვნენ მწამებლები, იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული, იყო ცემა, დაშინება...პასუხი იყო ასეთი, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მთავარი მიზანი მიღწეულ იქნას და ეს მიზანი არის პოლტიპატიმრებსი გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება" - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე.  

მსგავსი სიახლეები