სეუ-სთან სტუდენტებმა მინიატურული კარვები გაშალეს

30.01.25 18:31
სეუ-სთან სტუდენტებმა მინიატურული კარვები გაშალეს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი არ წყდება - პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ახალგაზრდებმა ადგილზე მინიატურული კარვები მიიტანეს და გაშალეს. 

ამ ფორმით ევროპული მომავლის მცველებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და სოლიდარობა ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მიმართ, რომელსაც რეჟიმი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები 5-დღეზე მეტია, რაც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. შვილების თაობა რექტორთან შეხვედრასა და გია კავთელიშვილისგან უნივერსიტეტის უკანონოდ დაკავებულ სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.