რეჟიმის პასუხი ევროპულ სანქციებს და ადამიანების წამებისთვის "ჩამორიგებული" ღირსების ორდენები

30.01.25 20:03
რეჟიმის პასუხი ევროპულ სანქციებს და ადამიანების წამებისთვის "ჩამორიგებული" ღირსების ორდენები

რეჟიმის პასუხი ევროპულ სანქციებს - პრეზიდენტის სასახლიდან ევროკავშირის ატრიბუტიკა გაქრა. თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა დღეს ხალხის წამებისთვის დასანქცირებული ძალოვანები დააჯილდოვა და ამით მთელს მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოს მართავს რეჟიმი, სადაც ადამიანების წამებისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გაიცემა. სასახლეში, სადაც  ყაველაშვილი ჯილდოებს არიგებდა,  ევროკავშირის არცერთი დროშა  აღარ იდგა.

ნანახით შოკირებულია ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელმაც ყაველაშივლს ორბელიანების სასახლის მდგმური უწოდა. 

ჯილდოები ყაველაშვილმა იმ ძალოვნებს ჩამოურიგა, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე ჩეხეთის სანქციების ქვეშ მოხვდნენ. საკუთარ ხალხზე ძალადობაში მხილებული ვაჟა სირაძე, ზვიად ხარაზიშვილი და მირზა კეზევაძე დღეიდან ჩეხეთში მიუღებელი პერსონები არიან. დღემდე ქვეყნის ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, როდესაც  ჩეხეთმა დაასანქცირა სხვა ქვეყნის მოქალაქეები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ეს უკვე ევროპის მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც გომელაურის სადამსჯელო რაზმი შავ სიაში შეიყვანა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.