რას მალავს სისტემა ნაწამები პატიმრის საქმეზე? - პენიტენციურს გორგაძის ჯანმრთელობის ისტორიის სავარაუდო გაყალბებაში ამხელენ
რას მალავს სისტემა ნაწამები პატიმრის საქმეზე? - პენიტენციურ სამსახურს გორგაძის ჯანმრთელობის ისტორიის სავარაუდო გაყალბებაში ამხელენ. დიდი სკანდალის გასაჯაროვების შემდეგ, ახლა ამტკიცებენ, რომ კაცი, რომელსაც 37 დაზიანება აღენიშნება, სახის ძვლები აქვს ჩალეწილი და სასტიკად არის ნაცემი, კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.
პენიტენციური სამსახურის ამ განცხადებამ სკანდალურ ამბავზე კიდევ უფრო ბევრი ეჭვი გააჩინა. ოჯახის წევრები და ადვოკატი დარწმუნებულები არიან, რომ პატიმრის წამება ციხის ადმინისტრაციის თანამონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა, ამიტომ ამ მძიმე ამბის დამალვა ახლა ყველაზე მეტად მათ ინტერესში შედის.
წყარო ვივა მედიდან "პირველებს" უყვება, რომ ექიმები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც ციხიდან მათ კლინიკაში 46 წლის იოსებ გორგაძე შევიდა. ელოდნენ ინსულტიან პაციენტს და სულ სხვა რეალობა დახვდათ.
46 წლის იოსებ გორგაძე, ავტოვარიის შემდეგ დააკავეს. ის თბილისი-წალკის გზაზე გაჩერებულ მირკავტობუსთან მდგომ მოქალააქეებს შეეჯახა, რადგან ძლიერი ნისლის გამო ცუდი ხილვადობა იყო. ავტოავარიის დროს დაიღუპა, "ქართული ოცნების" მხარდმაჭერი აქციის 4 მონაწილე, რომელიც თბილისიდან წალკაში ივანიშვილის მიტინგის შემდეგ ბრუნდებოდნენ. ოჯახის თქმით, სავარაუდოდ, ციხეში გორგაძეზე შურისძიებაც ანგარიშსწორების მოტივით დაიგეგმა. ვივა მედის დირექტორი ამბობს რომ პაციენტი ამ დრომდე კრიტიკულია.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.