მზია ამაღლობელს გადაადგილება უჭირს - ჟურნალისტისა და სინდისის პატიმრების მძიმე ისტორიებს დღეს დიპლომატები ისმენდნენ

30.01.25 20:48
მზია ამაღლობელს გადაადგილება უჭირს - ჟურნალისტისა და სინდისის პატიმრების მძიმე ისტორიებს დღეს დიპლომატები ისმენდნენ

მზია ამაღლობელს გადაადგილება უჭირს. 19 დღიანი შიმშილობის შემდეგ ჟურნალისტის მდგომარეობა დამძიმდა. ეს ინფორმაცია ციხიდან მისმა უფლებადამცველმა გამოიტანა. იურისტებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა ამაღლობელის სამედიცინო ინფორმაციასთან. ამიტომ დოკუმენტაციის გამოთხოვისკენ ადვოკატები სახალხო დამცველს მოუწოდებენ.

ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი -  მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ ევროსაჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი  და ევროპარლამენტარები. საგანგებო განცხადებას ავრცელებს  საქართველოში მოქმედი 14 ქვეყნის საელჩო და რეჟიმს მოუწოდებენ, გადაიხედოს ჟურნალისტის საქმე.  მზია ამაღლობელისა და სინდისის პატიმრების  მძიმე ისტორიებს ოჯახის წევრებისგან დღეს დიპლომატები ისმენდნენ, რომლებმაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს.

რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების თქმით, დიპლომატებმა "ოცნება" "მწამებლებად მოიხსენიეს .

დაკავებულების მშობლებმა, დებმა და ძმებმა დღეს პაველ ჰერჩინსკის სთხოვეს უმოკლეს დროში გაძლიერდეს სანქციები ოლიგარქსა და მის გუნდზე, რადგან ფიქრობენ რომ დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევა ივანიშვილს უკან არ დაახევინებს. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.