სინდისის პატიმრები განსასჯელის სკამზე - რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში

30.01.25 21:05
სინდისის პატიმრები განსასჯელის სკამზე - რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში

სინდისის პატიმრები განსასჯელის სკამზე. ახალაგაზრდა აქტივისტი, მათე დევიძე, რომელსაც სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ციხეში დატოვეს.  ერთადერთი კი რაც აქტივისტის წინააღმდეგ საქმეში დევს, რეჟიმის პოლიციელის ჩვენებაა. ის ამბობს, რომ ეტკინა, როდესაც  აქტივისტმა გარკვეული ჯოხის ტარი  მოუქნია. 

სინდისის პატიმრის სხდომაზე დასასწრებად დღეს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს სურდა, თუმცა პროცესი ისეთ პატარა დარბაზში ტარდებოდა, რომ ადგილი უბრალოდ აღარ იყო.

დღეს ციხეში გაუშვეს ისინიც, ვინც დანაშულს აღიარებენ და  გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობენ.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.