მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო მარში იწყება

30.01.25 20:14
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო მარში იწყება

მზიასთვის - ამ წუთებში თბილისის ცენტრში მორიგი მასშტაბური მსვლელობა იწყება. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მარჯანიშვილის მოედანზე უამრავი ხალხია შეკრებილი. საპროტესტო მარშის მონაწილეები დედქალაქის ქუჩებს გაივლიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.   

მზია ამაღლობელი არის ჩვენი კოლეგიალური სინდისი, რომელსაც ყველა ჟურნალისტმა და არა მხოლოდ, უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა. მე მას მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჩვენს გვერდით უფრო გვჭირდება ჯანმრთელი და ისეთი შეუპოვარი, როემლიც მის ბიოგრაფიას დრემდე ახასიათებდა", - ამბობს აქციის მონაწილე. 

დღეს ქვეყანაში  პროტესტის 64-ე დღეა. უცვლელი მოთხოვნები და უწყვეტი პროტესტი. მთელი ზამთარი ხალხმა ქუჩაში გაატარა. რეჟიმის სისატიკისა და რეპრესიების მიუხედავად აქციები არ წყდება და ყველა მზად არის იქამდე იბრძოლოს, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ოლიგარქი და მისი მსახურები ხალხის ხმამაღალ  მოთხოვნებს დღესაც მოისმენენ.