"მზიასთვის" - თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

30.01.25 20:58
"მზიასთვის" - თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრები საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ - პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა გეზი რუსთაველის გამზირისკენ აიღეს და მარშით პარლამენტთან მივლენ. 

"მზიასთვის" - ამ შინაარსის უზარმაზარი ბანერი აქვთ კოალიციის წევრებს ადგილზე გაშლილი, რომლებიც როგორც უკანონოდ დაკავებულებისთვის ციხის კარის გაღებას, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

ეს მსვლელობა ეძღვნება მოშიმშილე მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, ასევე ეძღვნება ვეფხო კასრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არათუ მარტო დაპატიმრებულები არიან, არამედ არიან დასახიჩრებულები სისტემის მხრიდან. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.