ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტთან აქციაზე მიიწვიეს
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტთან აქციაზე მიიწვიეს- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია წერს.
“ხვალ მნიშვნელოვანი დღეა!“, - წერს ლაშა კაცია და ყველას, ნიკუშას მეგობრებს და გულშემატკივრებს, მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომელიც უკანონოდ დაკავებული პატიმრებს მხარდასაჭერად გაიმართება.
არ მიყვარს ეს მონიშვნები მაგრამ ამ ერთხელ მაპატიებთ მჯერა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა! ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირადად მოვიწვიე პარლამენტთან “უკვე 30 წელია ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, თუ ჩვენი ხმა არ გესმით, ვერ გვეხადვთ, მოდით ხვალ პარლამენტთან და გაიგებთ რა სურს ქართველ ხალხს”
ნიკუშას მეგობრებს, ნაცნობებს, გულშემატკივრებს ყველას გელოდებით
ცეცხლი ოლიგარქიას“, - წერს ლაშა კაცია.
31 იანვარს, 19:00 საათზე პირველი არხის ეზოდან მარში, სახელწოდებით “თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ გაიმართება.