ავიაკატასტროფა ვაშინგტონში - 67 გარდაცვლილიდან 28 ცხედარია ნაპოვნი (ბოლო ცნობები)
ვაშინგტონთან მომხდარი ავიაკატასტროფა - 67 გარდაცვლილიდან ჯერჯერობით მხოლოდ 28 ცხედრის აღმოჩენა მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ეროვნულმა ტრანსპორტის უსაფრთხოებიი საბჭომ დაიწყო.
ამ წუთებში ამერიკის პრეზიდენტი მომხდართან დაკავშირთან მოსახლეობას მიმართავს, სამძიმარი გამოთქვა ასევე მელანია ტრამპმა.
ცნობისთვის, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, ვერცერთი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა, სამხედრო ვერტმფრენი კი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
ავიაკატატროფის დეტალებით ვაშინგოტნიდან "ტვ პირველის" ეთრეში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე საუბროს