აქციაზე დაკავებულ დავით ლომიძეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა და მკურნალობა ესაჭიროება- ელენე ხოშტარია
კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პრობლემაში შედარებით ჩაიკარგა- "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქციაზე დაკავებულ დავით ლომიძეზე წერს, რომელსაც, მისი თქმით, “სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა, გამოკვლევები და მკურნალობა ესაჭიროება“.
მისი თქმით, “დიპკორპუსთან კომუნიკაცია არის, შიგნიდან წნეხია გასაზრდელი".
კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პრობლემაში შედარებით ჩაიკარგა.
პატიმრის ოჯახის თანხმობით ვწერ
დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დააკავეს დავით ლომიძე, რომელსაც მოძალადე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებამდე მას ხერხემალზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული, რომელიც ცემის შედეგად გაურთულდა.
დაახლოებით ერთ კვირაში დაეწყო ფეხის ტკივილი, ამის შემდეგ უკვე ორი კვირაა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ვერ დგება საწოლიდან. ეს არის წამება, წამების მორიგი შემთხვევა!
სასწრაფოდ ესაჭიროება კლინიკაში გადაყვანა, გამოკვლევები და მკურნალობა!
დიპკორპუსთან კომუნიკაცია არის, შიგნიდან წნეხია გასაზრდელი", - წერს ელენე ხოშტარია.