როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 იანვარს
31 იანვარს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +11, +16°; მაღალმთაში დღისით +7, +12°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +6, +11°; მაღალმთაში დღისით +3, +8°.