სინდისის პატიმრების საქმეები - პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს მესამე სექტორი ხვდება

31.01.25 13:17
სინდისის პატიმრების საქმეები - პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს მესამე სექტორი ხვდება

სინდისის პატიმრების ციხიდან გამოსახსნელადდ ახალი ბრძოლა იწყება. ამ წუთებში უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენლებსს ხვებიან. ოლიგარქის ტყვეების ნათესავები აპირებენ, დეტალურად უამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რა ვითარებაში მოხდა მათი შვილების და ძმების დაკავება, რას ედავება მათ რეჟიმი და რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. დღეის შემდეგ სწორედ ქართული ორგანიზაციები იქნებიან სინდისის პატიმრების ერთგვარი ელჩები ყველგან, სადაც წავლენ და რეჟიმის უკანონო ქმედებების შესახებ დაიწყებენ საუბარს.

ჩვენ ვამუშავებთ თითოეული დაკავებულის სისხლის სამართლის საქმეს და გვექნება თითოეულ საქმეზე კვალიფიციური, სამართლებრივი შეფასება არა მხოლოდ წინასწარ პატიმრობებეზე, არამედ საქმის არსებით ნაწილზე. ჩვენ გვინდა, მივაწოდოთ პატიმრების ოჯახის წევრებს, რას ვაკეთებთ მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, რომ ეს ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მუშავდება, იგზავნება ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით თუ პოლიტიკურ ინტიტუტებში და ჩვენი ყველა პარტნიორი იქნება ინფორმირებული და ექნებათდ ასაბუთებეული მტკიცებულებები, რატომ არიან ეს ადამიანები რეჟიმის ტყვეები და რა ხარვეზები და არსებითი პრობლემებია თითოეული მათგანის საქმეში. გვინდა, ამ ყველაფერზე ვესაუბროთ ოჯახის წევრებს, მათგანაც მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია. ადვოკატებთანაც გვაქვს ურთიერთობა, გვაწვდიან მასალებს და ძალიან სწრაფად ვაპირებთ, თითეული საქმე იყოს დამუშავებული, - ამბობს ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. 

პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ პატიმრების ისტორიებს მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიტყობს, რა ვითარებაა ქვეყანაში.  

ჩემი და არა მხოლოდ ჩემი მიზანია ის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რა ხდება აქ. კი ვიცი, რომ იციან, მაგრამ დღევანდელი შეხვედრით, ვფიქრობ, რომ პირად ისტორიებსაც მოვყვებით, უფრო მეტად გავაცნობთ ამ პატიმრების ისტორიებსაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ უბრალო სტატისტიკა არ იქნება მთელი ეს ტრაგედია, - ამბობს პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი.