საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მედიის ცნობით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორად კვლავ გიორგი გაბუნია რჩება, რადგან არხის მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, გიორგი (გოგი) ქურდაძის მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ თანადირექტორმა, გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
რეესტრმა ქურდაძეს მოთხოვნა 25 დეკემბერს შეუჩერა და მოსთხოვა:
- წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი გაბუნია საკუთარი ნებით ტოვებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას;
- ან მიეტანა მფლობელების გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად მხოლოდ ზაზა ოქუაშვილი ხმა საკმარისი არ არის, მას სჭირდება არხის სხვა მეწილეების თანხმობაც.