კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მცხეთაში ამომრჩევლებს შეხვდნენ

31.01.25 15:51
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები  მცხეთაში ამომრჩევლებს შეხვდნენ

“ძლიერი საქართველო“ რეგიონულ ტურნეს იწყებს-კოალიციის ლიდერები მცხეთაში მოქალაქეებს შეხვდნენ.

პოლიტიკოსებს სურთ მხარდამჭერებისგან მოისმინონ, რა უნდა გაკეთდეს დღეისს შემდეგ, რათა რეჟიმმა უკან დაიხიოს და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, “ძლიერი საქართველო“ აწყობს შეხვედრებს, თანაგუნდელებთან, აქტივთან. ჩვენ ვაძლიერებთ პოლიტიკურ ძალას რეგიონებში, რათა უახლოეს ახალ არჩვენებს, რომელიც აუცილებლად დაინიშნება, შემდგომ კი ადგილობრივ არჩვენებს, შევხვდეთ მომზადებული. აუცილებელია, რეგიონებმა ის ინფორმაცია იცოდნენ,რ აც ხდება რუსტაველის გამზირზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ეს პირველი შეხვედრაა არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან შესახვედრად რეგიონში გავიდა და ამომრჩევლების სათქმელი პირადად მოისმინა. ისინი აპირებენ, შეხვედრები მთელი რეგიონის მასშტაბით გააგრძელონ.