სოლიდარობა მზია ამაღლობელს - თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი იმართება
ამ წუთებშიი მზია ამღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი იმართება.
15 წუთით, ქალმა აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილების ღერძულა ხაზები დაიკავეს. ქალებმა დღეს ამ ფორმით გადაწყვიტეს სოლიდარობა გამოეცხადებინათ ციხეში მოშიმშილე ქალი ჟურნალისტი პატიმრისთვის.
ღერძულა ხაზებთან მდგომ ქალებს ხელში სიმბოლურად უჭირავთ თეთრი ქაღალდი შავი ხელნაწერი ტექსტით: თავისუფლება მზია ამაღლობელს.
მე ის მიკვირს, აქამდე რატომ არ მოიცვა ამ პროტესტმა მთელი ქვეყანა. დღეს რა მდგომარეობაშიც იმყოფება საქართველო, არის აბსოლუტური კრიტიკული ჩიხი. რატომ მზია ამაღლობელი? იმიტომ რომ ის მე-20 დღეა იმ უსამართლობის წინააღმდეგ შიმშილობს, რომელიც ჩვენს ირგვლი სუფევს. მოშიმშილე ადამიანის ხმა ე.წ მთავრობას უგულებელყოფილი აქვს, მათი ქმედებები არის უგუნური.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტრეფიკში, სადაც განსხვავებული აზრის მოქალაქეები მგზავრობენ, ბევრმა ადამიანმა გაიგოს, ჩვენი პროსტესტის შესახებ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქცია-პერფორმანსს შემხვედრი მანქანის მძღოლები, სოლიდარობის ნიშნად, სიგნალებით ხვდებიან.