ძარცვა კაფეში - გორში, დახურვისთვის განწირული “სფეისი“ გაქურდეს

31.01.25 15:55
ძარცვა კაფეში - გორში, დახურვისთვის განწირული “სფეისი“ გაქურდეს

გორში, დახურვისთვის განწირული კაფე “სფეისი“ გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური სივრციდან ფული და ტექნიკაა მოპარული.

ეს სწორედ ის ახალგაზრული ორგანიზაციაა, რომელიც გორის მერიამ შენობიდან გააძევა. “სფეისს“ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ მისწერა, რომ მათ ნაცვლად სივრცე თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებისთვის სჭირდებათ.

მოპარულია მთავარი სამუშაო ტექნიკა, პროექტორი, აუდიოტექნიკა, რომელიც მეგობარი ორგანიზაციებიდან გვქონდა ნათხოვარი, წაღებულია ასევე სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ფულადი თანხა, რომელსაც კომუნალურებისთვის ვიყენებდით. შენობაში კამერები არ გვაქვს დაყენებული. დღეს იყო შეხვედრა ჩანიშნული და სწორედ ის ტექნიკაა წაღებული, რომელიც ამ შეხვედრისთვის გვჭირდებოდა. იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და გამოჩნდება რა მოტივაციითაა ეს ყვეალფერი ჩადენილი“, - განაცხადა “სფეისის“ თანამშრომელმა.

მსგავსი სიახლეები