კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ყოველ პარასკევს საგანგებო მსვლელობის გამართვა დააანონსეს

31.01.25 16:38
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ყოველ პარასკევს საგანგებო მსვლელობის გამართვა დააანონსეს

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს - ხელოვანებმა საკუთარ კოლეგებს, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული არ არიან, მოუწოდეს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ და რეჟიმის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირონ. 

ტრიბუნიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ ყოველ პარასკევს სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საგანგებო მსვლელობას მოაწყობენ და ამით რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

კულტურის სფეროს აქტიური, წინააღმდეგობაში ჩართული საზოგადოება მოვუწოდებთ ჩვენს სხვა კოლეგებს, მათ რომელთაც ჯერ არ გამოუხატავთ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, ამიერიდან ჩაერთონ და კონკრეტულად ყოველ პარასკევს კულტურის სფერო და ხელოვანები შეუერთდებიან სინდისის პატიმრების მხარდასაჭერ მსვლელობასა და აქციას. შემდეგ პარასკევს საგანგებო მსვლელობას და აქციას გავმართავთ, რომლითაც გავაძლიერებთ პატიმრების ოჯახებსა და პატიმრების მხარდამჭერებს. კულტურის სფერო ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ დავიღლებით და ამ მოთხოვნას არ დავთმობთ. 

პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი მებრძოლები, არის აქტი, რომელიც არის ძვირფასი, მნიშვნელოვანი. მიგვაჩნია, რომ ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს და ვიზრუნებთ, რომ ყოველმა მოქალაქემ ენერგია, ჯანმრთელობა შეინარჩუნოს", - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.