აქცია ზუგდიდში - საბავშვო ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულების ვადებს აპროტესტებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების ნაწილი იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც 9 თანამშრომელს ხელშეკრულება მხოლოდ ერთი თვით გაუგრძელდა.
ისინი ეჭვობენ, რომ მერიის ეს ნაბიჯი მათ პოლიტიკურ პოზიციასა და აქტივობას უკავშირდება, რაც ხშირად პროევროპულ აქციაზე დგომით გამოიხატება.
დღეს ბაღების გაერთიანების თანამშრომელს ტერიტორია დაატოვებინეს და აღნიშნეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულების დათმობას არ აპირებენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც.