საპროტესტო მსვლელობა ბათუმში - მოქალაქეები მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ

31.01.25 17:13
საპროტესტო მსვლელობა ბათუმში - მოქალაქეები მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში - შავი ზღვის პირა ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოქალაქეებს საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი და მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ.

საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში ხალხი ახლა ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე უწყვეტად დადის, რის გამოც ცოტა ხნის წინა ხმაური იყო ადგილზე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სამართალდამცველები მათ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით კი, გადასვლას არ უშლიან, უბრალოდ, ცდილობენ, დგომის საშუალება რ მისცენ, რათა გადასასვლელების ბლოკირება არ მოხდეს.

“ბლოკირება დაუშვებელია. სასწრაფოები მოძრაობს, მოქალაქეები და პრობლემები ექმნებათ მათ“, - ამბობს პოლიციელი.

ბათუმში განსაკუთრებით განიცდიან მზია ამაღლობელისს პატიმრობას. ბათუმელები ითხოვენ იმ მედია მენეჯერის ციხიდან გათავისუფლებას, რომლის საქმიანობამაც სხვადასხვა ხელისუფლებებს გაუძლო, თუმცა ოლიგარქისს რეჟიმმა ციხეში დაატყვევაა.

მზია ამაღლობელი მე-20 დღეაა შიმშილობს.  შიმშილობის მე-15 დღის ათვლა აქვს დაწყებული ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს, რომელიც ამ დრომდე იზოლატორში ჰყავთ გამოკეტილი. 

მზია არის ბიძინა ივანიშვილი პირადი ტყვე. მისი სიცოცხლე ახლა უკევ საფრთხეშია, დღეს აქ მოსული ყველა ადამიანი უცხადებს სოლიდარობას, როგორც მზიას, ასევე რეჟიმის ყველა პატიმარს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ტყვეები აიყვანოს“, - ამბობს აქციის მონაწილე.