უწყვეტი პროტესტის 66-ე დღე-თბილისში თავისუფლების მარშისთვის ემზადებიან

31.01.25 17:58
უწყვეტი პროტესტის 66-ე დღე-თბილისში თავისუფლების მარშისთვის ემზადებიან

თბილისში თავისუფლების მარშისთვის ემზადებიან - დღეს უწყვეტი პროტესტის 66-ე დღეა. საღამოს, 19:00 საათიდან დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ხალხი უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით აპირებს გასვლას.

წინააღმდეგობის მოძრაობა სულ უფრო ახალ მასშტაბებზე გადის. დღეს ხალხთან ერთად ტრადიციულად იდგებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

ხელოვანებმა დაანონსეს, რომ ყოველ პარასკევ დღეს წინააღმდეგობას თავადაც ჩაუდგებიან სათავეში, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით რას ნიშნავს გამოცხადებული რეპრესიები საბჭოთა სტილში.  

ჩვენ სულ აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ პროცესში. ასევე მინდა, ვთხოვო, ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს, ასევე თანამოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა პარასკევობით სინდისის პატიმრებისთვის გამართულ მარშებში. ეს არის პროტესტის გამოხატვის უსაფრთხო ფორმა. ეს მარშები ძალას მოიკრებს და გახდება მკაფიო, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანია ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ციკოლიამ.