პლატფორმა “სალამი” სოლიდარობასა უცხადებს მზია ამაღლობელს სამართლიან ბრძოლაში

31.01.25 18:19
პლატფორმა “სალამი” სოლიდარობასა უცხადებს მზია ამაღლობელს სამართლიან ბრძოლაში

პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს პროევროპულ აქციებზე დროს დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

“პლატფორმა სალამში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში", - წერია განცხადებაში. 

“სისტემა ცდილობს გააჩუმოს ხალხის ხმა, რათა ჩაახშოს ობიექტური აზრი და გამოხატვის თავისუფლება. უკანონოდ დააპატიმრეს ბათუმელების/ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. შიმშილობა არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა რეალურ საფრთხეშია. ის კარგად აცნობიერებს, რომ მისი გაჩუმება არა მხოლოდ მისი, არამედ მთელ საზოგადოებას ეხება და მისი გაჩუმება ნიშნავს ხალხის გაჩუმებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. “პლატფორმა სალამი” სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს მას სამართლიან ბრძოლაში.

პროტესტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. ის გავრცელებულია რეგიონებშიც, სადაც ადგილობრივი აქტივისტები სოლიდარობის ნიშნად იწყებენ შიმშილობას. გუშინ დმანისში სამოქალაქო აქტივისტი და “შეხვედრის ადგილის” დამფუძნებელმა ლაშა ჩხვიმიანმა, მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის ნიშნად, დაიწყო შიმშილობა. “პლატფორმა სალამი” სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს მას. “პლატფორმა სალამში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი არ არის მხოლოდ ფორმალურად ხელისუფლების წყარო, და ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში!”, – ვკითხულობთ “სალამის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.