შიმშილობის მე-20 დღე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება

31.01.25 21:28
შიმშილობის მე-20 დღე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება

მზია ამაღლობელს შიმშილობის მეოცე დღეს უჭირს გადაადგილება და აქვს მეტყველების პრობლემები, არის გამხდარი და მცირე მანძილის გავლის შემთხვევაშიც კი იღლება. ადვოკატები მოშიმშილე ჟურნალისტთან თითქმის ყოველდღიურად შედიან და ხედავენ დღიდან დღემდე როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. N 5 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსული ადვოკატი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი სრულიან  აბსურდული ბნრალდებით უკანონო პატიმარია, რომელიც ყოვედღიურ მეთვალყურეობას და სამედიდიცინო მხარდაჭერას საჭიროებს.  

მზია ამაღლობელი უკვე მეოცე დღეა შიმშილობს და იღებს მხოლოდ წყალს. ეს ნიშნას იმას, რომ ორგანიზმში იწყება ცვლილებები, რაც გამოიხატება სისუსტეში. მან შესაძლოა,  დაკარგოს კოორდინაციის უნარი, დაეწყოს თავბრუსვევა, რადგან, როგორც ექიმები განმარტავენ, ორგანიზმმა ენერგიისს წყარო უკვე ამოწურა. ერთადერთი, რასაც მზია ამაღლობელი საჭიროებს, 24 საათიანი მონიტორინგი და ყოველდღიურად ანალიზების აღებაა, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდეს, რაც შემდეგ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გახდება. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.