გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი - ხატია ბუნიათიშვილი

31.01.25 18:51
გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი - ხატია ბუნიათიშვილი

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი უკანონოდ დაკავებული "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს:

გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი!! - წერს პიანისტი. 

შეგახსენებთ, ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და ივანიშვილის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.