მძიმე ცნობები ციხიდან - როგორია მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა
პატიმარი დავით ლომიძე ვეღარ გადაადგილდება, ვერ დგება, ვერ ჯდება და სასამართლო სხდომაზეც ჯანმრთელობის მდგოამრეობის გამო ვერ ცხადდება. გლდანის მე-8 პენიტანციურ დაწესებულებაში მყოფი კლინიკაში არ გადაჰყავთ. რატომ უცნობია. დღეს ადვოკატს მისი მონახულების უფლება არ მისცეს.
ლომიძე დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და უკვე ორი კვირაა ის დანოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. დაკავებამდე პატიმარს ხერხემალზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული, დაკავების დროს სამართალდაცავებმა სცემეს, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ახლა უცნობია, რატომ არ გადაჰყვათ კლინიკაში და რა სამედიცინო დამხარებას უწევენ ადგილზე.
მე-15 დღეა თემურ ქათამაძე საპყრობილეში შიმშილობს. ბათუმის აქციების მედროშის მდგომარეობა მძიმდება. "მზად ვარ საქართველოსთვის თავი გავწირო" -აცხადებს მოშიმშილე, რომელმაც ციხიდან ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. ქათამაძე ისტორიულ სამშობლოში თურქეთიდან აქციების დროს ჩამოვიდა, ახლა რეჟიმი მას იძულებითი დეპორტაციისთვის ამზადებს.
მეორე დღეა შიმშილობს დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანიც. პროტესტის ფორმად მან მანქანაში შიმშილობა აირჩია. როდესაც უდანაშაულო ხალხი სასჯელს იხდის და როდესაც ქალი პატიამრი მზია ამაღლობელი შიმშილობს, ჩხვიმიანი ფიქრობს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.