დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ, ახლა მის სახლს ჩხრეკენ, ასევე ვეძებთ ნიკოლოზ ლაცაბიძეს... - მეგობარი

31.01.25 19:22
დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ, ახლა მის სახლს ჩხრეკენ, ასევე ვეძებთ ნიკოლოზ ლაცაბიძეს... - მეგობარი

რეჟიმმა დაკავებები განაახლა - გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პოლიციამ ქუჩიდან დათო ფუთურიძე და ნიკოლოზ ლაცაბიძე აიყვანეს.

როგორც მათი მეგობარი სოცოილურ ქსელში წერს, ამ წუთებში, პოლიცია დათო ფუთურიძის სახლშია შესული და ჩხრეკს. 

დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). თორმეტი საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია. როგორც ამბიბენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ 
დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო", - წერს ანი ბედელაძე.