თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - თბილისის ქუჩები ისევ საპროტესტო მარშებმა მოიცვა

31.01.25 20:26
თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - თბილისის ქუჩები ისევ საპროტესტო მარშებმა მოიცვა

დიდი პროტესტი ქვეყანაში. ქუჩები ისევ მარშებმა მოიცვა. ისევ ყველგან ხალხის ხმა ისმის. "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!" - ეს დღევანდელი საპროტესტო მსვლელობების მთავარი გზავნილია, მაგრამ არა ერთადერთი. უწყვეტი პროტესტის 65-ე დღეს ხალხი რეჟიმისგან უკან დახევას და ისევ ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.  

ამ წუთებში თბილისში პროტესტის რამდენიმე ეპიცენტრია. ერთ-ერთი მსვლელობა მარაჯნიშვილის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს გიგანტური ბანერი უკავიათ, სადაც ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის სახელი და გვარია დატანილი. 

ხმამაღლა მინდა, დავიყვირო, ჩემი შვილი მინდა ჩემთან! ერთი თხოვნა ყველასთან, რომ შეგვისრულონ, უკვე გაუსაძლისია. ნუთუ არავის ჰყავს შვილი, ნუთი არავის ჰყავს დედა? რა შეგრძნებაა ნუთუ არავინ იცის? მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ცრემლებს გავიწმინდავ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვივლი სანამ ჩვენს შვილებს არ დავიბრუნებთ, - ამბობს სინდისის პატიმრის დედა. 

მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებულ მსვლელობას დატყვევებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები შეუერთდნენ. მათ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია ეთიკის ქარტიასთან გამართეს.  

მზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომლის ჩამოშორებაც სურს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ის არის მისთვის მოუხელთებელი ადამიანი, ისეთი მოწინააღმდეგე, რომელსაც ვერ მოერია, - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. 

საპროტესტო აქციაზე დგანან ხელოვანებიც.  ადილზე შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.

რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.