თავისუფლება რეჟიმის მძევლებს! - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრნენ

31.01.25 20:37
თავისუფლება რეჟიმის მძევლებს! - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრნენ

შეკრების კიდევ ერთი ლოკაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, სადაც ხალხმა მათთის ეთერის დათმობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!" - ამ ბანერებით იმყოფებოდნენ დღეს პირველ არხთან აქციის მონაწილეები.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საპროტესტო მსვლელობა რუსთაველისკენ დაიძრა. მოქალაქეებს ხელში ბანერი უკავიათ, სადაც ყველა პოლიტპატიმრის სახელი და გვარია დატანილი. 

საზმაუს ლოკაცია, პირველ რიგში, იმიტომ ავარჩიეთ, რომ წლები აკავშირებს ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს საზმაუსთან. ბაბუა, ზენონ კაცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იცნობს, როგორც თავის საქმის პროფესიონალს, თავისი ცხოვრების 50 წელი შესწირა საზმაუს. შესაბამისად, ჩემთვის ეს ტელევიზია არის სახლი, სადაც დღეს ადამიანებს შესვლა არ შეუძლიათ. ეს სახლი ეკუთვნის ხალხს და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ხალხს, - ამბობს დაკავებული ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია. 

თორნიკე, ხომ ხედავ, დედი, რამდენი ხალხია თქვენს გვერდზე?! არაფერს შეგეშინდეს, იყავით მხნედ, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და თქვენ აუცილებლად იქნებით თავისუფლები! ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!, - ამბობს კიდევ ერთი სინდისის პატიმრის დედა, მარეხი კობახიძე.  

რა ხდება მსვლელობაზე ნახეთ გუგა არჩვაძის ჩართვაში.